„ემის“ ჯილდოსა და ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ჯენიფერ ენისტონი ცხოვრებაში არსებული უამრავი წარმატებული როლისა და კინოპროექტისა, ყველაზე მეტ შეკითხვას თავის მოვლასთან დაკავშირებით იღებს.
52 ვარსკვლავის “სილამაზის საიდუმლო” ძალიან მარტივია, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი კი სწორი კვება, ბუნებრივი მაკიაჟი და პოზიტიური განწყობაა.
“ზოგადად, დღის განმავლობაში ძალიან მსუბუქ მაკიაჟს ვატარებ, ჩემი აზრით, რაც ნაკლები პროდუქტი გისვია, ეფექტი მით უფრო მეტია. ჩემს ჩანთაში ყოველთვის ნახავთ ვარდისფერ ტუჩსაცხს, მასკარას და თუ საჭიროა კრემოვან ბლაშს. დამატებითი პროდუქცია ჩემთვის უბრალოდ ზედმეტია.”
“აუცილებელია სახის კანს მოვუაროთ და ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ. ჩვენი სხეული კარგად უნდა გამოიყურებოდეს, არა იმიტომ, რომ ეს სხვებს სიამოვნებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ასე.”
“ყოველთვის უნდა ვაკონტროლოთ რას ვჭამთ და რას ვსვამთ. ნივთიერებები, რომლებიც ზიანს აყენებს ჩვენს კანს აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ყოველდღიური რაციონიდან.”
“ალკოჰოლი სილამაზის ერთ-ერთი პირველი მტერია, ის საშინლად აშრობს სახის კანს და იწვევს მის ნაადრევ დაბერებას.”
“და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია – წყალი, წყალი და წყალი. სვით ბევრი სითხე, მიირთვით ხილი და ბოსტნეული და მაქსიმალურად შეამცირეთ შემწვარი პროდუქტების რაოდენობა.”