ალ კაპონეს პისტოლეტი აუქციონზე 860 000 დოლარად გაიყიდა

ალ კაპონეს პისტოლეტი აუქციონზე 860 000 დოლარად გაიყიდა

ცნობილი ამერიკელი განგსტერის, ალ კაპონეს ნივთების კოლექცია აუქციონზე 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

აუქციონზე 174 ნივთი იყო წარდგენილი, მათ შორის პირადი ფოტოები, ცეცხლსასროლი იარაღი, სამკაულები და ავეჯი. ყველაზე პოპულარული ლოტი კაპონეს პისტოლეტი გახდა, რომელიც 860 000 დოლარად გაიყიდა.

ალ კაპონე 1920-1930-იან წლებში ქალაქ ჩიკაგოს აკონტროლებდა. კაპონეს გავლენის სფეროები იყო ალკოჰოლის უკანონო წარმოება და გაყიდვა, სათამაშო ბიზნესი და პროსტიტუცია, ლეგალურად კი ის ავეჯით ვაჭრობდა. დროთა განმავლობაში ალ კაპონე იტალიური მაფიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი გახდა.

1931 წელს კაპონე გადასახადების დამალვის ბრალდებით დააკავეს და 11 წელი მიუსაჯეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ალ კაპონე ციხიდან 1939 წელს გათავისუფლდა, 1947 წელს კი გულის შეტევით გარდაიცვალა.
აუქციონზე გაყიდული ნივთები მისი ოჯახის მფლობელობაში დაახლოებით 75 წლის განმავლობაში რჩებოდა.

 

 

Katana imedinews.ge, არა ვარ დარწმუნებული, რომ წაიკითხავთ ჩემს შენიშვნას, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ვწერ: არ შეიძლება ალ კაპონეს პისტოლეტის გაყიდვაზე ამხელა ინფორმაცია დადოთ და არ თქვათ მთავარი - რა პისტოლეტი იყო ეს!
3 წლის უკან