ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან პაემანზე შენიშნეს 

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან პაემანზე შენიშნეს 

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან, მსახიობ ჯონი ლი მილერთან პაემანზე შენიშნეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

ჯოლი და მილერი ბევერლი-ჰილსის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდნენ, შემდეგ კი რესტორანი მილერის ავტომობილით დატოვეს.

Daily Mail-ი წერს, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ყოფილი მეუღლეები პაპარაცების ყურადღების სამიზნეები გახდნენ. მიმდინარე წლის ივნისში ჯოლი ნიუ-იორკში მილერის ბინასთან დააფიქსირეს, მან ყოფილი მეუღლის სახლი რამდენიმე საათის შემდეგ დატოვა.