გასულ წელს პოპულარული ბრიტანული როკ - ჯგუფი „The Who”-ს წევრები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრნენ.
ამ ტურის სახელწოდებაა „Quadrophenia And More” და 1973 წელს გამოცემულ ალბომს „Quadrophenia”-ს ეძღვნება.
„The Who”-ს ამჟამინდელ შემადგენლობაში შედიან მისი დამაარსებლები როჯერ დოლთრი და პიტ თაუნსენდი. მათ გარდა სცენაზე ვიხილავთ მედოლე ზაკ სტარკის, ბას - გიტარისტ პინო პალადინოს, გიტარისტ საიმონ თაუნსენდს, კლავიშებზე დამკვრელ ჯონ კორეას, ასევე კლავიშებზე დამკვრელ ფრენკ სიმსსა და გიტარისტ ლორენ გოლდს.
მუსიკოსებმა მსოფლიოს ყველა კონტინენტი მოიარეს და კონცერტების სერიას მიმდინარე წლის ივნისში, დიდ ბრიტანეთში დაასრულებენ.
ცნობილი გასხდა, რომ „The Who” 12 ივნისს, ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებს. ამ ღონისძიებისგან შემოსული მთლიანი თანხა ნარკომანიასთან მებრძოლ ერთ-ერთ ბრიტანულ ორგანიზაციას გადაეცემა.
მსოფლიო საგასტროლო ტურნეს დასკვნით კონცერტს მუსიკოსები, 30 ივნისს, ქალაქ ლივერპულში გამართავენ.