სატურნის საიდუმლოება ამოხსნილია

სატურნის საიდუმლოება ამოხსნილია

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის აიოვას უნივერსიტეტის პროფესორმა, დონ გარნეტმა, ამოხსნა სატურნის ტრიალთან დაკავშირებული საიდუმლოება, რომელიც გიგანტი-პლანეტის მაგნიტურ ველს უკავშირდება და რის გამოც მეცნიერები იქ დღის ხანგრძლივობას ვერ ადგენდნენ.

ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, 23 წელიწადში უზარმაზარმა პლანეტამ ტრიალის სიჩქარე 1 პროცენტით შეამცირა. თუმცა ეს მოსაზრება პროფესორმა გარნეტმა უარყო.

მთავარი დამნაშავე ენცელადი და სუპერგეიზერები აღმოჩნდა, რომლებიც შედგება ყინულისგან და წყლის ორთქლისგან. თანამგზავრისგან გადმოყრილი მასალა სატურნს გარს ერტყმის.

გადმოფრქვეული მასალები ურთიერთმოქმედებს პლანეტის შიდა პლაზმურ დისკზე და ანელებს მის ტრიალს, რაც, თავის მხრივ, მაგნიტური ველის ტრიალზეც მოქმედებს.

სატურნის პლაზმა და მაგნიტური ველი სინქრონულად ტრიალებს და კარგად ითვისებს ენცელადის ყველა გამონატყორცნს. ენცელადის „მოღვაწეობა“ პერიოდულ ცდომილებას იწვევს გაზის გიგანტის ტრიალში.