ნინო ახობაძე: „ჩემი განსაკითხი არაა, ვინ ვის სად ტლაკავდით, მაგრამ თუ ფარული კადრები არაფერ შუაშია, მაშინ რა გრჯით? რა და ვინ არ გეყოთ? ცოტაა ის ბიჭები, ვინც აწამეს და ამოხოცეს?!“

ნინო ახობაძე: „ჩემი განსაკითხი არაა, ვინ ვის სად ტლაკავდით, მაგრამ თუ ფარული კადრები არაფერ შუაშია, მაშინ რა გრჯით? რა და ვინ არ გეყოთ? ცოტაა ის ბიჭები, ვინც აწამეს და ამოხოცეს?!“

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ექიმი ნინო ახობაძე, ამჟამად, „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ესმაურება, რომელსაც for.ge უცვლელად გთავაზობთ.

„მართლა პუბლიცისტი კი არ მგონია თავი, გაოგნება მაწერინებს

რამდენიც არ უნდა წავუყრუო, მაინც სულ ამაზე მეფიქრება. ალბათ იმიტომ რომ ამ ქვეყნის ერთი ჩვეულებრივი შვილი ვარ მეც;

და ის რაც მე არ მეხება, მეც მეხება!

შემიძლია, მაგრამ არ მინდა დავიკიდო ის, რასაც ვუყურებ და ვისმენ.

სახედაკარგულ, უტიფარ ადამიანებზე ვწერ ეხლა, რომელთაგან უმრავლესობა მიყვარდა;

თითქოს გადაღეჭილია ეს თემა, ვერც ახალს ვიტყვი ვერაფერს, მაგრამ

იცი რა მიკვირს? რა მწყინს და რა მაგიჟებს?

ბიჭო, აი ასე თავაწეული როგორ მელაპარაკები და როგორ მიბედავ(!) შავზე დამიმტკიცო რომ თეთრია!

რა პოლიტიკური დევნა?

***

გავეშვათ, მოდი იმას - სპექტაკლია, შეთანხმებულია, „მაინც გამოუშვებენ“, „დასავლეთმა დაიკიდა“... თუ რაც არ უნდა იყოს იქ, ზემოთ გადაწყვეტილ-დამტკიცებული, როდის იყო, მაგას ჩვენ ვინმე გვეკითხებოდა. მოდი ჩვენს ადამიანურ პოზიციაზე დავფიქრდეთ.

შევთანხმდეთ: ძნელია დაიჯერო იოლად ის, რაც საკუთარი თვალით არ გინახავს.

„მე არ მჯერა, რომ ციხეში ხალხს აწამებდნენ“, - გაიძახის მხარე, რომელსაც მიშა ეცოდება ექვსი წლით ციხისათვის.

ნუ არ სჯერა და ჰაა!

ეხლა ვზივარ და ვფიქრობ მეც ჩემთვის

დავიჯერო, რომ ყველაზე, თქვენზე ვიდეომასალა აქვთ?

რომ შანტაჟის მსხვერპლნი ხართ?

რომ ერთმანეთის ცოლები დააგემოვნეთ;

კაცებმა ერთმანეთს მინეტები უკეთეთ;

რომ ქმრიანი ქალები სასტუმროს ნომრებში გორაობდით სხვის ქმრებთან!

დავიჯერო? თუ არ დავიჯერო?

ეს ყველაფერი თუ დავიჯერე, მაშინ შეიძლება როგორც ადამიანი, შემებრალო კიდეც, საშინელებაა შანტაჟი!

თან, პირადი ცხოვრება არავის საქმე არ არის და არც ჩემი განსაკითხია ვინ ვის სად ტლაკავდით, მაგრამ თუ ფარული კადრები არაფერ შუაშია, მაშინ რა გრჯით? რა და ვინ არ გეყოთ?

ცოტაა ის ბიჭები, ვინც აწამეს და ამოხოცეს?

თუ იქნებ არც იმის გჯერათ, რომ ისინი მკვდრები არიან?

აი, შენ კი ცოცხალი ხარ!

***

როგორ მინდა, რომ ერთხელ რომელიმე ტელევიზიამ მოიწვიოს შვილმკვდარი მშობლები (მიშას რეჟიმის მსხვერპლთა დედები და მამები) და ყველა დასვან წრეზე, შუაში ჩადგან სკამი და იქ დასვან, მაგალითად თაკო ჩარკვიანი!

ეს არ იქნება თოქ-შოუ და სანახაობა!

ეს იქნება ფაქტის წინაშე ბრიყვის დაყენება!

ბოროტი ბრიყვის!

***

გესმით თქვენაა?

თურმე ექვსი წელიც არ უნდათ, რომ მათი ბელადი ციხეში იჯდეს!

ექვსი წელი, ხალხო!

გამოვა და გააგრძელებს ცხოვრებას, ყველაფერი დახვდება გარეთ, რაც ჩვეულებრივ მოკვდავს არც დაესიზმრება!

პირად ცხოვრებასაც მოიწყობს, ფულიც ოხრად აქვს და

თუ ძალიან მოუნდა, მოინანიებს კიდეც ეკლესიაში

ანუ - ყველაფრის შანსი ექნება!

ყველაფერ იმის, რისი შანსიც აღარ აქვთ მისი რეჟიმის მსხვეპლ ბიჭებს.

განა თავად პლანის მოწევაზე არ იჭერდა პატარა ბიჭებს?

ოღონდ მათ გლდანის ციხეში უშვებდა! ყველა ციხეში!

***

არ მაინტერესებს არც მისი და არც მისი მომხრეების პირადი ცხოვრება, ვერც მორალს წავუკითხავ ვერავის, ნეტა ჩემისათვის მიმახედინა, არც მისი და ნიჟარაძის შვილზე ღლიცინი მომწონს, იმიტომ რომ არ ვარ ნაც-ქალა. და ვინც ამაზე ქირქილებთ, არაფრით განსხვავდებით პირადად ჩემთვის მიშას მრევლის იმ ნაწილისგან, რომლებიც ბერას დაცინოდნენ!

***

დაბოლოს

ჩვენ, უბრალო ადამიანებს გვაქვს ჩვენი ცხოვრება, ჩვენი უამრავი პრობლემა და დავიღალეთ ამ გაუთავებელი ქაოსით,

ამ ცირკით, დააშავაა? იჯდეს ციხეში!

ვინც არ უნდა იყოს!

აი, ზუსტად იმიტომ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტია,

პასუხისმგებლობაც მეტი აქვს!

აბა, მე ერთი ჩემი კინკილა თავი მაბარია და მას მთელი საქართველო ებარა, რომელიც აწამა, დაახრჩო, სახურავზე შემოდო, ცოცხი გაუყარა, ღირსება აჰყარა, დააშინა, დააშანტაჟა და აი, ამ ყველაფრის მერე გრამი სინანული რომ ვერ დავინახე

და მაინც სადღაც გულში რომ მეცოდება, როგორც ადამიანი,

აი, ამ ყველაფრის მერე, ჩემო საყვარელო ხელოვანო ადამიანებო

მის გათავისუფლებაზე ხელის მომწერნო - რას აწერთ ხელს?

სხვისი შვილების მიწაში ჩამდების დაუსჯელობას?

***

კაი, ჩემი არ გეშინია, სხვისი არ გრცხვენია, ღმერთი არ გწამს, არ გჯერა, რომ მიშა ბოროტების სათავეა! აი, იმქვეყნად მისულს რომ ირინა ენუქიძე დაგხვდეს, მერე?

თუმცა სულ დამავიწყდა, შენ ხომ ღმერთი არ გწამს!

ჰოდა გწამდეს მიშა!

ვაიმე თურმე შიიმშილოოობს...

იმ ბიჭსაც შიოდა იქნებ, მიცვალებულზე რომ მიაბეს....

მესირცხვილებით!

აწი გინდა იმღერეთ, გინდა რომანები წერეთ, გინდა ხორუმით გამოექანეთ! გინდა გააგრძელეთ იმის კეთება, რასაც ფარულ კადრებში აკეთებდით. მარტო იმიტომ მეზიზღებით, რომ ზიზღი მასწავლეთ!

აბა, თქვენ როგორ გაიგებთ იმას კახის ბელა როგორ უყვარდა...

- მაძღარო, საბრალო, ერთმანეთში აზელილო, ერთმანეთის ცოლების ტრუსიკებში თავჩაყოფილო არაკაცებო...

და კდემასიფათიანო წესიერო ბოზებო!

თავისუფლება მიშას! აბა რაა!....

-----

მიხვდით ხოო?

სულ ხუთი წუთი ვუყურე TV პირველს!

ვიღაცა დატრენინგებული ნაბიჭვარი რომ მიკროფონს პირში ტენიდა ქალებს და ეკითხებოდა "ცოცხი გამგებელმა გიყიდათ"?

ხანდახან მიხარია შვილი რომ არა მყავს. ხომ შეიძლებოდა ეგეთი გამოსულიყო? 

ჯვარი

მწერია.

ღმერთო, ეს რა მოუშორებელი ჭირი გვჭირს

მიშაზე მეტად მისი მხარდამჭერები მაოგნებენ....

შვილები ხომ გყავთ?

არ გეშინიაათ???????????????

trampi არა რააა... ნაღდად მაგარია ეს ქალი!!!!
კარგად წერს ხოლმე
3 წლის უკან