ხათუნა ხოფერია:  აიღეთ კალკულატორი და იანგარიშეთ თუ რამდენია -აუუუუ, რამდენი ვართ ვარიანტი

ხათუნა ხოფერია:  აიღეთ კალკულატორი და იანგარიშეთ თუ რამდენია -აუუუუ, რამდენი ვართ ვარიანტი

„მოედნის ფართობი არის 10 601 კვ.მ., 1 მ. კვ-ზე ეტევა 3 ადამიანი, ხალვათობის შემთხვევაში კი 1 ადამიანი, აიღეთ კალკულატორი და იანგარიშეთ თუ რამდენია -აუუუუ, რამდენი ვართ ვარიანტი -  პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

როგორც ხოფერია აღნიშნავს,  10601 x 1,5 =15 901,5 ადამიანს,  ვინაიდან არც სიხალვათეა და არც გადაძეძგილობა, 1 მ.კვ-ზე ერთნახევარი კაცი უნდა ვიანგარიშოთ.

„მოკლედ!!!!.... ჰარვარდის უნივერსიტეტის მეთოდოლოგიით თუ ვიხელმძღვანელებთ და დავთვლით თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ასეთი სურათი იქმნება:

1. მოედნის ფართობი არის 10 601 კვ.მ.

2. 1 კვ.მ-ზე ეტევა ადამიანების რაოდენობა განისაზღვრება სიმჭიდროვის მიხედვით.. ანუ, გაძეძგვილი და ნემსის ჩასაგდები ადგილის არარსებობის შემთხვევაში, 1 მ. კვ-ზე ეტევა 3 ადამიანი, ხალვათობის შემთხვევაში კი 1 ადამიანი. 

3. მოედნის შუაგულში არსებულ წმ. გიორგის მონუმენს უჭირავს 500 მ.კვ. ფართობი.
ახლა დასხედით, აიღეთ კალკულატორი და იანგარიშეთ თუ რამდენია -აუუუუ, რამდენი ვართ ვარიანტი...

ისე, მაინც დაგიწერთ:

10601 x 1,5 =15 901,5 ადამიანი... (მოკლედ, რას ნიშნავს 1,5... ვინაიდან არც სიხალვათეა და არც გადაძეზგილობა, 1 მ.კვ-ზე ერთნახევარი კაცი ვიანგარიშოთ)...

წაით, ახლა, სახლში და კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რა გჭირთ!

მადლობა ჩემ თბილისს, რომ არ გავიდა ამ ბერიკაობაზე!“ - წერს ხათუნა ხოფერია Facebook-ის გვერდზე.