მსახიობი უილიამ შეტნერი ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტი გახდა

მსახიობი უილიამ შეტნერი ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტი გახდა

90 წლის უილიამ შეტნერი, რომელმაც საკულტო სერიალ „ვარსკვლავურ გზაში“ კაპიტან კირკის როლი შეასრულა, მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტი გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შეტნერი ჯეფ ბეზოსის კომპანიის Blue Origin მიერ ორგანიზებული ფრენის მონაწილე გახდა, რომელიც 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. დედამიწაზე დაბრუნებულმა მსახიობმა თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

„დაუჯერებელია. ეს ყველამ უნდა გააკეთოს“, - განაცხადა მან.

„ვარსკვლავური გზა“ (Star Trek) პირველად ეთერში 1966 წელს გავიდა. 1979 წლიდან გამოჩნდა სრულმეტრაჟიანი ფილმებიც. დღეისთვის გადაღებულია 7 ტელესერიალი (მათ შორის ერთი — ანიმაციური) და 15 სრულმეტრაჟიანი ფილმი. შეტნერმა სერიალში კოსმოსური ხომალდის USS Enterprise​ კაპიტნის, ჯეიმს კირკის როლი შეასრულა.