ნორვეგიაში 1 300 წლის თხილამურები აღმოაჩინეს

ნორვეგიაში 1 300 წლის თხილამურები აღმოაჩინეს

ნორვეგიის სამხრეთით, ინლანდეტის ოლქში იპოვეს თხილამურები, რომელთაც ასაკიც 1 300 წელს შეადგენს. ამის შესახებ Secrets of the Ice-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენა ორ ეტაპად გაკეთდა. 2014 წელს მთა დიგრვარდენზე მეცნიერებმა ერთი თხილამური იპოვეს, შემდეგ კი 7 წელი ყინულის დადნობას ელოდებოდნენ, რათა მისი წყვილი გაეთავისუფლებინათ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თხილამურები დაახლოებით 750 წელს დაამზადეს. მსგავსი თხილამურები არქეოლოგებს ადრეც შეხვედრიათ, თუმცა ეს წყვილი ყველა კარგად არის შემონახული - თხილამურებს სამაგრებიც კი თავის ადგილზე აქვს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ თხილამურები მონადირეს ეკუთვნოდა.

 

Katana . საოცარია!.. 1300 წელი... გამოდის, თოვლში ხე არ ლპება?
(პატრონი, სავარაუდოდ, ნადირმა შეჭამა... თორემ თხილამურებით მოსული, უთხილამუროდ ხომ არ გაბრუნდებოდა უკან).
3 წლის უკან