ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: ხუმრობით გეტყვით - იცით, რომ გუშინ უკვე გადავდექი?

ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: ხუმრობით გეტყვით - იცით, რომ გუშინ უკვე გადავდექი?

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მისი შესაძლო გადადგომის საკითხს გამოეხმაურა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არაერთხელ განმარტა ჩვენმა პარტიამ და ჩვენი გუნდის არაერთმა წარმომადგენელმა, თქვენ მაინც ამ უსუსურ პროვოკაციასა და დეზინფორმაციას ავრცელებთ. ხუმრობით გეტყვით - იცით, რომ გუშინ უკვე გადავდექი?“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

მანამდე რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავცელა ინფორმაცია, თითქოს არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს.