„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პარტიის წევრები დღევანელი აქციის მოთხოვნებს სრულად იზიარებენ და აქციას უერთდებიან.
ჩიხლაძის თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის საკითხი სამართლიანმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რადგან „ნებისმიერი გადაწყვეტილება რაც არ უნდა მიიღოს „კლანურმა, ივანიშვილზე დაქვემდებარებულმა სასამართლომ კითხვის ნიშნები ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება”.
„დღევანდელი აქციის ძირითადი გზავნილებია: პოლიტდევნის შეწყვეტა, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, სასამართლო რეფორმების აუცილებლობა, სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია, რასაც სრულად ვიზიარებთ და მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ეს არ არის ვიწროპარტიული აქცია და არავინ აპირებს მანდატების ფრიალს, ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ვინც იზიარებს ამ პათოსს, სულისკვეთებას, მივიღოთ მონაწილეობა. რა თქმა უნდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“, არ არის ამ აქციის ორგანიზატორი, არც ლოჯისტიკაზეა პასუხისმეგებელი, მაგრამ ჩვენი წევრები, მეც პირადად მივდივართ აქციაზე, რადგან სრულიად ვიზიარებთ, რომ პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში უნდა შეწყდეს. ბევრი მიდის, პაატა მანჯგალაძე, მანანა ჯებაშვილი, რეზო კემულარია მიდის და ასე შემდეგ, ვინც იზიარებს ამ სულისკვეთებას ყველა მიდის. კიდევ ვიმეორებ, ამ აქციას არ ვუყურებთ, როგორც ვიწროპარტიულ, ერთი პარტიის მოთხოვნას. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, მითუმეტეს, ჩვენ პირველივე დღეს ვთქვით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გათავისუფლეს. დანარჩენი ბრალის, თუ უდანაშაულობის დამტკიცება თავისუფალ, სამართლიან სასამართლოში უნდა მოხდეს და არა ჩინჩალაძის სასამართლოში, იმიტომ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება რაც არ უნდა მიიღოს კლანურმა, ივანიშვილზე დაქვემდებარებულმა სასამართლომ კითხვის ნიშნები ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს სამართლიანმა სასამართლომ, სადაც ეჭვი არავის გაუჩნდება. კითხვები არსებობს და პასუხი სამართლიანმა სასამართლომ უნდა გასცეს, რა არის აქ გაურკვეველი, ზოგიერთი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი საკუთარ შარდს არ ანდობს საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს და ახლა ადამიანის გასამართლება, მითუმეტეს, ადამიანი, რომელიც შიმშილობს და შესაძლებელია, რომ სავალალოდ დასრულდეს ეს ყველაფერი, არ მგონია, რომ ამ სასამართლოს პირობებში სამართლიანად გადაწყდეს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.