როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო დღე და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. ბათუმში ნალექიანი დღე და +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +23 გრადუსი და მზიანი ამინდი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

მესტიაში +22 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე არის მოსალოდნელი ამბროლაურშიც, სადაც ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

+21 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე უნალექო დღე იქნება ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +25 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღშიც, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.