ანდრეი რუდენკო: რეგიონში 2008 წლიდან დღემდე გასროლა არ ყოფილა, ეს იმაზე მეტყველებს რომ ეს ჟენევის პლატფორმა მუშაობს

ანდრეი რუდენკო: რეგიონში 2008 წლიდან დღემდე გასროლა არ ყოფილა, ეს იმაზე მეტყველებს რომ ეს ჟენევის პლატფორმა მუშაობს

ის რომ რეგიონში 2008 წლიდან დღემდე გასროლა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ძალიან ხმაურიანი მაინც, იმაზე მეტყველებს რომ ეს პლატფორმა მუშაობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება რეგიონის სტაბილურობას, ის დამოკიდებულია ამ დისკუსიების მონაწილე ყველა მხარის პროგნოზირებად ქცევაზე და დამატებითი გამაღიზიანებლების არარსებობაზე. ასევე იმ პრობლემების გადაჭრაზე რომელიც მხარეებს შორის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას უკავშირდება. ჩვენ ვთვლით, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატი ამის საშუალებას იძლევა, ისევე როგორც მუშაობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფში. თავად ის ფაქტი, რომ ბატონი გახელაძე გათავისუფლდა, ესეც ამ ფორმატში ჩვენი დისკუსიების შედეგია. მე ვიცი ახლა თქვენი რამდენი მოქალაქე ზის ციხეებში, მათ შორის ბატონი ბებუა გასამართლებულია კონკრეტული დანაშაულებებისთვის აფხაზაური კანდონმდებლობის თანახმად. ასე რომ მოდით შევქმნათ ნდობის ატმოსფერო რომელშიც უფრო იოლი იქნება ასეთი საკითხების გადაჭრა“, - განაცხადა ანდრეი რუდენკომ.