17 წლის ელმირა აბდრაზაკოვა თურმე სვამდა, ეწეოდა და ბიჭებთან ერთობოდა - ინტერნეტში გავრცელებული მისი ფოტოების გამო, საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს, მას "მის რუსეთის" ტიტული ჩამოართვან.
ქსელში გაჩნდა ფოტოები, რომლებშიც რუსეთის მომავალი სილამაზის დედოფალი ღამის კლუბებში ერთობა. ფოტოები 2012 წლის ზაფხულშია გადაღებული, როცა ელმირა ჯერ კიდევ არასრულწლოვანი - 17 წლის იყო. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ გოგონა ეწევა და ალკოჰოლურ სასმელებს სვამს, თუმცა კანონით არასრულწლოვნებისთვის არც ერთი შეიძლება და არც მეორე. სილამაზის დედოფალი ხომ სამაგალითო უნდა იყოს. გარდა ამისა, კონკურსის წესების მიხედვით, გვირგვინის პრეტენდენტებს არ უნდა ჰქონდეთ მავნე ჩვევები. გოგონები ირწმუნებიან და იფიცებიან კიდეც, რომ არ ეწევიან, არ სვამენ და არ "დადიან ბიჭებში".
ინტერნეტში უკვე შეიქმნა ჯგუფი, რომლის მონაწილეებიც მოითხოვენ, ელმირას გვირგვინი ჩამოართვან, რადგან მისი საქციელი არ შეესაბამება კონკურსის პირობებს. გოგონა იძულებული გახდა, კომენტარი გაეკეთებინა: "გულწრფელად რომ ვთქვა, არ მივიჩნევ თავს კლუბებში აქტიურ მოსიარულედ, თუმცა ხანდახან მომწონს წვეულებაზე გართობა, მუსიკის მოსმენა და მეგობრებთან მხიარულება. თუმცა ვამჯობინებ, შინ შევკრიბო მეგობრები, ერთად მოვამზადოთ რაიმე და საინტერესო კინოს ვუყუროთ. რასაკვირველია, ხანდახან ცოტა ღვინოს ან შამპანურსაც ვსვამ და არ მგონია, რომ ეს დანაშაული იყოს, მთავარია, რომ ზომა ვიცი. რაც შეეხება მოწევას, მე არ ვეწევი".
Экспресс газета