გოგი ენუქიძე: სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად გამოყვანა შეუძლიათ მხოლოდ უსინდისო ადამიანებს

გოგი ენუქიძე: სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად გამოყვანა შეუძლიათ მხოლოდ უსინდისო ადამიანებს

სტრასბურგის სასამართლოს განაჩენიც სწორედ ამას მიუთითებდა, რომ პრეზიდენტი, მთელი სახელმწიფო აპარატი და სასამართლო, მოქმედებდნენ შეხმატკბილებულად, რომ ამ საქმეზე სამართალი არ დამდგარიყო, - ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის ბიძამ, გოგი ენუქიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად გამოყვანა შეუძლიათ მხოლოდ უსინდისო ადამიანებს. მხოლოდ მათ, ვისი ცხოვრებაც აგებულია ყველაფრის გაყალბებაზე და ფიქრობენ მხოლოდ ძალაუფლებაზე“, - აღნიშნა გოგი ენუქიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას 14 ოქტომბერს გეგმავს.