რა წერია აუდიტის დასკვნაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში ვიზიტებზე და მასთან ერთად მყოფ თანხმლებ პირებზე? ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს:
მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჯერ კიდევ არსებითი განხილვის ეტაპზეა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. ამ საქმის მთავარი მტკიცებულება აუდიტის დასკვნაა, რომელიც სხვა ხარჯებთან ერთად ყოფილი პრეზიდენტის უცხოურ ვოიაჟებს ასახავს. საქმეში არსებული დოკუმენტების თანახმად, სააკაშვილს ძვირად ღირებულ ვოიაჟებში ხშირად თან ახლდა საკუთარი თანაგუნდელები, ასევე, მასთან დაახლოებული პირები, მათ შორის, დასახელებულია პროფესორი ნიკა ყიფშიძე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ასევე, რაფაელ გლუქსმანი, ალანა გაგლოევა და სხვ.