ცენტრ-პოინტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მოწმდება ჯგუფში შემავალი ყველა კომპანიის ფინანსური საქმიანობა. სამართალდამცავები იკვლევენ, გაიფლანგა თუ არა ამხანაგობების მიერ მენაშენეთა კუთვნილი თანხები არამიზნობრივად. დარღვევის 20-მდე ფაქტი უკვე გამოვლენილია. საუბარია გოთუას ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობაზე. ძიების პროცესი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პროკურატურის წინ ცენტრ-პოინტისგან დაზარალებული მენაშენეები შიმშილობენ.