მაშველები და მეხანძრეები თემურ გიორგაძის წინააღმდეგ. მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში საპროტესტო ტალღა გორდება. თანამშრომლები ხელმძღვანელს ნეპოტიზმსა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ამხელენ. აქციის მონაწილეები პრემიების გაცემასა და ე.წ. ატკატებზე საუბრობენ. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გიორგაძე. მერიას დაქვემდებარებული უწყების ხელმძღვანელი თანამშრომლებს რევოლუციის მზადებაში ადანაშაულებს.