მეგან ფოქსმა განაცხადა, რომ სხეულის დისმორფული აშლილობა აქვს

მეგან ფოქსმა განაცხადა, რომ სხეულის დისმორფული აშლილობა აქვს

მიუხედავად იმისა, რომ მეგან ფოქსი კამერების წინ შეიძლება საკმაოდ თავდაჯერებული ადამიანი ჩანდეს, მან British GQ Style-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ასე სულაც არ არის.

ტრანსფორმერების მსახიობმა ღიად ისაუბრა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თქვა, რომ სხეულის დისმორფული აშლილობა აქვს.

"შეიძლება ვინმეს შევხედოთ და გავიფიქროთ: 'რა ლამაზია და რა მარტივი იქნება ცხოვრება მისთვის'. თუმცა ხშირად ასეთი ადამიანები საკუთარ თავზე ასე სულაც არ ფიქრობენ", — ამბობს ფოქსი.

მიუხედავად იმისა, რომ ფოქსმა არ გაამხილა თავის გარეგნობაში ყველაზე მეტად რა აწუხებს, ის ამბობს, რომ "გარდამტეხ მომენტად" ფილმში Jennifer’s Body (ჯენიფერის სხეული) მონაწილეობა იქცა. მისი თქმით, მედიასა და კინოში მისი სექსუალიზება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

"არ მინდოდა, რომ ვინმეს დავენახე, ჩემთვის ფოტოები გადაეღო, წითელ ხალიჩაზე გამევლო ან საერთოდ საზოგადოების წინაშე გამოვჩენილიყავი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ დამცინებდნენ, შემაფურთხებდნენ, მიყვირებდნენ ან მცემდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ ვიყავი. ამ ფილმის (ჯენიფერის სხეული) შემდეგ ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე", — დასძენს ფოქსი.

ამ 35 წლის ცნობილმა მსახიობმა თავის მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სხეულის დისმორფული აშლილობა აქვს.

"კი, სხეულის დისმორფული აშლილობა მაქვს. რეალურად ძალიან არათავდაჯერებული ვარ", — თქვა მეგან ფოქსმა.

სხეულის დისმორფული აშლილობა მენტალური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანს მიაჩნია, რომ მის სხეულს გარკვეული "ნაკლი" აქვს და ამაზე გამუდმებით ფიქრს ვერ წყვეტს.