10 საინტერესო ფაქტი Squid Game-ის შესახებ, რომელიც აქამდე, ალბათ, არ იცოდით10 საინტერესო ფაქტი Squid Game-ის შესახებ, რომელიც აქამდე, ალბათ, არ იცოდით10 საინტერესო ფაქტი Squid Game-ის შესახებ, რომელიც აქამდე, ალბათ, არ იცოდით
ალბათ, მსოფლიოში სერიალების ერთი ისეთი მოყვარულიც აღარ დარჩა, ვისაც Squid Game-ის შესახებ რაღაც მაინც არ სმენია. ნეტფლიქსის ახალი სამხრეთ კორეული სერიალი სასიკვდილო თამაშებში ჩაბმულ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს ფულადი პრიზისთვის ერკინებიან. კალმარის თამაშის გამოსვლიდან 1 თვეც კი არაა გასული, თუმცა მას უკვე ნეტფლიქსის ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალის ტიტულსაც უწინასწარმეტყველებენ.
სერიალმა მაყურებლამდე მოსასვლელად საკმაოდ დიდი გზა გაიარა, ამიტომაც სიუჟეტთან ერთად მისი შექმნის პროცესიც ძალიან საინტერესოა. თუ კალმარის თამაშს ერთი ამოსუნთქვით უყურე და სერიალის შესახებ მეტის გაგება გინდა, გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს, რომელიც აქამდე, ალბათ, არ იცოდი:
სერიალის რეჟისორს კალმარის თამაშის შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა უამრავი ვალი ჰქონდა
ჰვან დონგ-ჰიუკს კალმარის თამაშის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2008 წელს გაუჩნდა, როდესაც უამრავი ვალი ჰქონდა და მის ოჯახსაც ფინანსურად ძალიან უჭირდა. Battle Royale-ის კომიქსების კითხვისას იმაზე დაფიქრდა, თუ როგორი იქნებოდა ფულადი პრიზისთვის სასიკვდილო თამაშები სამხრეთ კორეულ რეალობაში. ასე შეიქმნა კალმარის თამაშის სცენარის თავდაპირველი ვერსია.
რეჟისორს სერიალის გადაღებაზე უარს 10 წელი ეუბნებოდნენ
რეჟისორს სერიალის გადაღებაზე უარს 10 წლის განმავლობაში კომპანიები იმ მიზეზით ეუბნებოდნენ, რომ მათი აზრით, სცენარი "ზედმეტად გროტესკული და არარეალური" იყო. რეჟისორს მხოლოდ ორი წლის წინ გაუმართლა, როცა პროექტის განხორციელებაზე ნეტფლიქსი დაითანხმა.
კალმარის თამაში ფილმი უნდა ყოფილიყო
თავდაპირველად რეჟისორი ფილმის გადაღებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა, სიუჟეტში მეტი თამაში და პერსონაჟი, მაგალითად, პოლიციელი ჰვან ჯუნ-ჰო დაემატებინა. სცენარის გადაკეთების შემდეგ არჩევანი სერიალზე შეაჩერა.
კალმარის თამაში ბავშვობაში რეჟისორის საყვარელი გასართობი იყო
სერიალში ნაჩვენები თამაშები რომ რეალურია, ალბათ, უკვე იცი. რეჟისორმა ჰვან დონგ-ჰიუკმა სერიალის სათაურად და ფინალურ თამაშად კონკრეტულად კალმარის თამაში იმიტომ შეარჩია, რომ ის ბავშვობაში მისი საყვარელი გასართობი იყო. აგრეთვე, მისი თქმით, კალმარის თამაში ჩვენს კონკურენტულ საზოგადოებას ყველაზე კარგად ასახავს.
სერიალი ჰოიონ იუნგის სამსახიობო დებიუტია
ყველასათვის საყვარელი 67-ე მოთამაშე პროფესიით მოდელია და კალმარის თამაში მისი სამსახიობო დებიუტია. აღსანიშნავია, რომ სერიალში გამოჩენის შემდეგ ინსტაგრამზე მისი გამომწერთა რიცხვი რამდენიმე მილიონით გაიზარდა.
240-ე მოთამაშე თავდაპირველად კაცი უნდა ყოფილიყო
240-ე მოთამაშე, რომელმაც მინის ბურთებით შეჯიბრებისას 67-ე მოთამაშე გადაარჩინა, თავდაპირველად კაცი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ სერიალში ორ ქალს შორის არსებული ურთიერთობის აღწერა და შესწავლა უფრო საინტერესო იქნებოდა.
შუშის ხიდის თამაშში ხიდი მიწიდან 1 მეტრის სიმაღლეზე იყო
ამან მსახიობების დიდი ნაწილი გვარიანად დააფრთხო.
ოთახი, სადაც თამაშში მოკლულ მონაწილეებს წვავდნენ, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის მიხედვით შექმნეს
ამ ფაქტის გაგების შემდეგ სერიალს სულ სხვა თვალით შეხედავ.
სერიალის ბოლო ეპიზოდში გი-ჰუნის წითელი თმა მის ბრაზს გამოხატავს
მართალია, სერიალის ფანებს გი-ჰუნის წითელ თმასთან დაკავშირებით საკუთარი თეორია ჰქონდათ, თუმცა რეჟისორის თქმით, წითელი თმა გი-ჰუნის ბრაზს გამოხატავს. ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორმა აღნიშნა, რომ დიდხანს ფიქრობდა, თუ როგორ ვარცხნილობას არ გაიკეთებდა არასდროს გი-ჰუნი. რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ თმის წითლად შეღებვა მთავარი პერსონაჟისთვის ყველაზე დიდი სიგიჟე იქნებოდა, რის გამოც გი-ჰუნი სწორედ ამ გადაწყვეტილებას იღებს. ამით გი-ჰუნი მაყურებლებსა და თამაშის ორგანიზატორებს საკუთარ ბრაზს უჩვენებს.
მეორე სეზონის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციელის ძმის შესახებ უფრო მეტს გავიგებთ
ჯერჯერობით კალმარის თამაშის მეორე სეზონი ოფიციალურად დამტკიცებული არაა, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაში რეჟისორს მაყურებლისთვის პოლიციელის ძმისა და თამაშების ერთ-ერთი წამყვანის, იდუმალი ნიღბიანი კაცის უკეთ გაცნობა უნდა.