ბოიბენდი BTS-ი და სერიალი Squid Game-ი ის პოპულარული სამხრეთკორეული ბრენდებია, რომელთაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დააინტერესეს ამ ქვეყნის კულტურით. დიდი ინტერესი კი, თავად ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონშიც აისახა, - ამის შესახებ BBC წერს.
ლექსიკონს 26 სამხრეთკორეული სიტყვა დაემატა. მათ შორისაა:
hallyu (კორეულად: 한류) - სამხრეთკორეული კულტურის მიმართ საერთაშორისო ინტერესის ზრდა, რომელიც უკავშირდება ამ ქვეყნის მუსიკის, ფილმების, მოდისა და საკვების გლობალურ წარმატებას;
Banchan (კორეულად: 반찬) - ბოსტნეულისგან დამზადებული გარნირი, რომელსაც, ტრადიციულად, ბრინჯთან ერთად მიირთმევენ;
Kimbap (კორეულად: 김밥) - კორეული კერძი, რომელიც მზადდება ბრინჯისგან, ზღვის მცენარეებისგან, თევზისგან და სხვა ინგრედიენტებისგან;
Mukbang (კორეულად:먹방) - ვიდეო, რომლის ეთერშიც ადამიანი დიდი რაოდენობით საჭმელს ჭამს და თან, მაყურებელს ესაუბრება.