მოდის ბრენდმა Moncler-მა პარფიუმერული ხაზის გახსნა გადაწყვიტა და თავისი პირველი არომატი გამოუშვა. ამის შესახებ Highsnobiety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სუნამოს ორი ვერსია აქვს - ქალისა (Moncler Pour Femme) და კაცის (Moncler Pour Homme). კომპოზიცია დათოვლილ მთებს ეძღვნება, რადგან Moncler-მა საქმიანობა მოთხილამურეებისთვის ტანსაცმლის შექმნით დაიწყო.
პარფიუმერმა ნისრინ ფრილიემ ქალებისთვის აკორდი „პუდრის თოვლი“ შექმნა, რომელიც წყნარ ზამთრის ამინდს მოგაგონებთ. Moncler Pour Homme-ზე კი პარფიუმერი ანტუან მეზონდიე მუშაობდა, რომელმაც სუნამოს აკორდი „მთის ტყე“ შემატა.
სუნამოს გაყიდვა 5 ოქტომბერს დაიწყო.