სოტბის აუქციონზე დიდ მონღოლთა იმპერიის დროს დამზადებულ უიშვიათეს სათვალეებს გაყიდიან

სოტბის აუქციონზე დიდ მონღოლთა იმპერიის დროს დამზადებულ უიშვიათეს სათვალეებს გაყიდიან

ოქტომბრის ბოლოს, ბრიტანეთში, სოტბის აუქციონზე გაიტანენ სათვალეებს, რომლებიც დიდ მონღოლთა იმპერიის დროს არის დამზადებული, - ამის შესახებ BBC წერს.

ორი სათვალიდან ერთი ბრილიანტითაა შექმნილი, მეორის ჩარჩოში კი, ზურმუხტია ჩასმული. თითოეულის სავარაუდო საწყისი ფასი, £1.5 მილიონიდან £2.5 მილიონამდე იქნება.

უცნობია, ვინ შეუკვეთა სათვალეების დამზადება, თუმცა, შესაძლებელია, ისინი მონღოლთა დინასტიის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ, რომლებიც ინდოსტანის ნახევარკუნძულს XVI-XVII საუკუნეში მართავდნენ.