სიცილი წონაში დაგაკლებინებთ

სიცილი წონაში დაგაკლებინებთ

ყველა ადამიანის სურვილია, კარგი ფიზიკური ფორმა შეინარჩუნოს. თანაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.

ამერიკელი მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ასეთი საშუალება არსებობს. ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია გახდომა და თან მისგან სიამოვნების მიღებაც. ინტენსიური სიცილი მეტაბოლიზმის სისწრაფეს 20 პროცენტით აჩქარებს.

ვანდერბილტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ცდის საფუძველზე გაარკვიეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეში 15 წუთის განმავლობაში იცინიან, წელიწადში 2 კილოგრამი ცხიმის დაწვას ახერხებენ.

ასევე, ენერგიულ ადამიანებს არ შეუძლიათ ერთ ადგილას ჯდომა. მეცნიერებმა ისიც გამოიკვლიეს, რომ გამხდრები და ენერგიულები დღეში დაახლოებით 350 კალორიას წვავენ, ვიდრე მშვიდი ადამიანები, რაც დაახლოებით 5 კილოგრამია წელიწადში.