დღეს დილით გამოცემამ „Football Italia” საინტერესო ცნობა გამოაქვეყნა. იტალიის ეროვნული გუნდისა და კლუბი „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ამ ქვეყნის საფეხბურთო პირველობის მომავალ სამ შეხვედრას გამოტოვებს.
„სუპერ მარიო“ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინარულო კომიტეტმა დასაჯა.
სამი დღის წინ სილვიო ბერლუსკონის გუნდი ფლორენციაში ადგილობრივ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა.
შეხვედრის დამთავრების შემდეგ ბალოტელიმ მატჩის არბიტრს ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. მუქკანიანი შემტევის განრისხება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ „მილანის“ კარში ორი „უსამართლო“ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.
ჩხუბისთავა თავდამსხმელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისმა კომიტეტმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა. უახლოეს შეხვედრებს „მილანი“, „ნაპოლისთან“, „იუვენტუსთან“ და „კატანიასთან“ ჩაატარებს.