“ოჯახის შექმნაზე დიდხანს ოცნებობდა” – ჯენიფერ ლოურენსი და კუკ მარუნი პირველი შვილის მოლოდინში

“ოჯახის შექმნაზე დიდხანს ოცნებობდა” – ჯენიფერ ლოურენსი და კუკ მარუნი პირველი შვილის მოლოდინში

ოქროს გლობუსისა და ოსკარის ჯილდოების ლაურეატი ამერიკელი მსახიობი და მისი მეუღლე კუკ მარუნი პირველ შვილს ელოდებიან.

“ჯენიფერს ოჯახის შექმნა და ბავშვის გაჩენა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სურდა, მთელი ცხოვრება ოცნებობდა თავითვის შესაფერისი ადამიანი ეპოვნა. სულიერი მეგობარი და ამავდროულად მოსიყვარულე ქმარი.”

“მას ძალიან მოსწონს მეუღლესთან ერთად ცხოვრება, კუკი და ჯენიფერი დიდი ხანი ელოდებოდნენ ამ დღეებს. მათ, როგორც მსახიობებმა იპოვნეს ბალანსი კარიერულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შორის, ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ ისინი შესანიშნავი მშობლები იქნებიან.” – განაცხადა ოჯახთან დაახლოებულმა პირმა უცხოურ გამოცემა People-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერი და კუკი ორი წლის წინ Newport-ში, Rhode Island-ზე დაქორწინდნენ.

ამერიკელმა მსახიობმა Entertainment Tonight-თან საუბრისას განაცხადა, რომ კუკთან ქორწინებას თანხმობის განცხადება ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იყო მის ცხოვრებაში.

“საუკეთესო ადამიანია მათ შორის ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ.”

“მასთან ქორწინება ყველაზე, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში.”