ტრავმირებული პრეზიდენტი(VIDEO)

ტრავმირებული პრეზიდენტი(VIDEO)

ტრავმით დასრულებული ვიზიტი და ტრავმირებული პრეზიდენტის პირველი კადრები სტამბულის აეროპორტიდან. მიხეილ სააკაშვილი თურქეთიდან თბილისში მხრის მოტეხილობით ბრუნდება. გამომგზავრებამდე გაიმართა შეხვედრა თურქ კოლეგასთან, რომელსაც პრეზიდენტი გუშინ უნდა შეხვედროდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო აუდიენცია ერთი დღით გადაიდო. მხრის სამმხრივი მოტეხილობა-ასეთი დიაგნოზი დაუსვეს სააკაშვილს სტამბულში მდებარე კლინიკაში. ანტალიაში ველოსიპედით სეირნობის დროს საქართველოს პრეზიდენტი ტრაილერს შეეჯახა.