ბრიტნი სპირსი: წუხელ ორი საათის განმავლობაში ვტიროდი - ჩემი ფანები საუკეთესოები არიან და მე ეს ვიცი

ბრიტნი სპირსი: წუხელ ორი საათის განმავლობაში ვტიროდი - ჩემი ფანები საუკეთესოები არიან და მე ეს ვიცი

ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსი ფანებს მადლობას უხდის იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მას მამის მეურვეობისგან გათავისუფლებამდე და მას შემდეგ უცხადებდნენ, - ამის შესახებ BBC წერს.

მომღერალი ყურადღებას კამპანიაზე „თავისუფალი ბრიტნი“ (#FreeBritney) ამახვილებს და Twitter-ის გვერდზე წერს:

„სიტყვები არ მყოფნის... თქვენ მიერ გამოჩენილი უცვლელი გამძლეობის გამო, რომელსაც ჩემი მეურვეობისგან გასათავისუფლებლად იჩენდით. წუხელ, ორი საათის განმავლობაში ვტიროდი, რადგან ჩემი ფანები საუკეთესოები არიან და მე ეს ვიცი“, - წერს მომღერალი.