მუჰამედ ალის მიერ შესრულებული ნახატების კოლექცია აუქციონზე 945 524 დოლარად გაიყიდა

მუჰამედ ალის მიერ შესრულებული ნახატების კოლექცია აუქციონზე 945 524 დოლარად გაიყიდა

ლეგენდარული მოკრივის, მუჰამედ ალის მიერ შესრულებული ნახატების კოლექცია აუქციონზე 945 524 დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

26 ნახატისგან შემდგარი კოლექცია ნიუ-იორკში, Bonhams-ის აუქციონზე გაიყიდა. ალის ნახატები აუქციონზე კოლექციონერმა როდნი ჰილტონ ბრაუნმა გაიტანა.

ალი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სახელოვანი სპორტსმენია, თუმცა მისი მხატვრული ნიჭის შესახებ შედარებით ნაკლებადაა ცნობილია.