ტრამვაი, როგორც თბილისის მემატიანე

ტრამვაი, როგორც თბილისის მემატიანე

თბილისის ტრამვაი 102 წლის გახდა. 1904 წელს, დედაქალაქში პირველი ხაზი ამოქმედდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფმა “თბილისის ტრამვაიმ“ და დედაქალაქის საკრებულომ ფოტოგამოფენა მოაწყვეს. ფოტოებზე უძველესი სატრანსპორტო საშუალების განვითარების ისტორიაა ასახული.

 

ელექტროტრანსპორტი თბილისში XX საუკუნის დასაწყისში, კერძოდ, 1904 წელს გამოჩნდა. ეს ტრამვაი იყო. მისი ხაზი 1904 წლის 21 ნოემბერს გაიხსნა. ის კონკის გზას იმეორებდა. ამავე წელს გამოჩნდა საქართველოს დედაქალაქში ავტოტრანსპორტიც. პირველი ავტომობილი მეფისნაცვალს ეკუთვნოდა.

 

რკინის გზა ანუ ვაგზალი, თბილისში, 1972 წელს გაიხსნა. ქალაქზე გამავალი ხაზი ერთმანეთთან აკავშირებდა საქართველოს არა მარტო სხვადასხვა კუთხეს, არამედ თბილისის რამდენიმე რაიონსაც. ფუნიკულორის იდეა, 1896 წელს, კონკის მმართველმა, ბელგიელმა ინჟინერმა ალფონს რობიმ

წამოაყენა.

 

თბილისის თვითმმართველობამ, ფუნიკულორის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება 1900 წლის ივლისში მიიღო. 1904 წელს მისი მშენებლობა დასრულდა. 1905 წლის 24 თებერვალს, სპეციალურმა კომისიამ, მისი ტექნიკური მხარე შეამოწმა და ექსპლოატაციის ნებართვა გასცა.

 

1905 წლის 27 მარტს, თბილისში, ფუნიკულორი ოფიციალურად გაიხსნა. მის პარალელურად საბაგირო გზაც ამოქმედდა. ფუნიკულორის ხაზი მთაწმინდას ჭონქაძის ქუჩასთან აკავშირებს, საბაგირო კი, რუსთაველის გამზირს - მთაწმინდასთან.