არჩილ თალაკვაძე: მელიას არ ჰქონდა დემოკრატიული პოლიტიკური გეგმები პარლამენტში

არჩილ თალაკვაძე: მელიას არ ჰქონდა დემოკრატიული პოლიტიკური გეგმები პარლამენტში

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და შევუწყვიტეთ მას მანდატი, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი მართლაც საქართველოს პარლამენტში არა საპარლამენტო მუშაობისთვის, არა ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციისთვის, მხოლოდ და მხოლოდ შიდა პროცესის დესტაბილიზაციისთვის რჩებოდა აქამდე. მას არ ჰქონდა აქამდე დემოკრატიული პოლიტიკური გეგმები პარლამენტში, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მას შემდეგ, რაც მან განმეორებითი განცხადება (უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ) შემოიტანა პარლამენტში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტმა დააკმაყოფილა ნიკა მელიას განცხადება და, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილება