შერონ სტოუნი პაპარაცების სამიზნე გახდა

შერონ სტოუნი პაპარაცების სამიზნე გახდა

ამერიკელი მსახიობი შერონ სტოუნი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. მას პაპარაცებმა საფრანგეთში ფოტოსესიის დროს გადაუღეს. ამის შესახებ Daily Mail წერს და შესაბამის ფოტებსაც აქვეყნებს.

ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. 63 წლის მსახიობი სანაპიროზეა. მას შავი ქვედაბოლო აცვია ხოლო სხეულზე ოქროსფერი მეტალის კორსეტი აქვს დამაგრებული.