ამერიკული კომპანია Apple-ის დამფუძნებლის სტივ ჯობსის შვილი პოდიუმზე გამოჩნდა. ამის შესახებ Page Six წერს.
ევა ჯობსის დებიუტი პარიზის მოდის კვირეულზე შედგა.
23 წლის მოდელმა მოდის კვირეულზე ფრანგული ბრენდი Coperni წარმოადგინა. პარიზში ამ ბრენდის 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა.
ევა ჯობსის განცხადებით, ის მოხარულია, რომ ბრენდ Coperni-ს ნაწილი გახდა. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა.