გელა მამუკაშვილი: მიმიხვდებოდით, ამ ამბის მოყოლით რის თქმაც მინდა...   

გელა მამუკაშვილი: მიმიხვდებოდით, ამ ამბის მოყოლით რის თქმაც მინდა...   

ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:  

„ძალიან მინდა, მეგრელმა ძმებმა და დებმა, გამორჩეულად კი ზუგდიდელებმა წაიკითხონ.                                            

ნათესავი მყავს, გორში ცხოვრობს, დღეს უკვე ასაკშია და ჯანმრთელობაც აღარ აქვს სახარბიელო. ვინაობის დასახელების გარეშე მოკლედ გადმოგცემთ მის მონათხრობს...                        

თავდაცვის მინისტრი როცა ბრძანდებოდა, გორელი(ტყვიაველი) ირაკლი ოქრუაშვილი მშობლიურ ქალაქს ეწვია, ადმინისტრაციულ შენობაში დაიბარა ეს ჩემი ნათესავი და დამახასიათებელი პირდაპირობით განუცხადა                                                        

--ესა და ეს უძრავი ქონება რომ გაქვს საკუთრებაში, სახელმწიფოს უსასყიდლოდ უნდა გადასცეო.                           

--ნებაყოფლობით როგორ იქნება, როცა ჩემი სურვილი არ არის გადაცემაო--შეკამათება გაუბედა ამ კაცმა.                                                                         

 --ნებაყოფლობით იმიტომ იქნება, რომ თუ გაჯიუტდები, ქონებას მაინც გადმოგვიფორმებ, პარალელურად კი ციხეს იხილავ, ციხიდან დასახსნელი ფული ცალკე გექნება მოსაძებნი. ამასთან, გაითვალისწინე, რომ ზრდასრული შვილები გყავსო--იყო მინისტრის მშვიდი და თავდაჯერებული პასუხი.                                                                                

არანაირი შეურაცხყოფა, შეგინება, ფიზიკურ ძალადობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.                                                                       

რამდენიმე წუთში ეს ადამიანი და მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირი ნოტარიუსთან ისხდენ და საბუთებზე აწერდნენ ხელს.                                                                     

სხვა არაერთი მსგავსი ფაქტი მოხდა გორში, მაგრამ არავინ უცემიათ, არ უგინებიათ, მითუფრო, გაუპატიურების ერთი ფაქტიც კი არ ყოფილა.                                                                    

და ვინ არის დღეს ოქრუაშვილი?! სამშობლოზე გულაცრუებული განულებული ემიგრანტი, რომელსაც არჩევნებზე ორი-სამი ადამიანი თუ აძლევდა ხმას. ირაკლი ოქრუაშვილის ხსენებაზე მის მშობლიურ დაბაშიც კი დიდი მორალური სანქციებია დაწესებული(გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით). სუფრაზე რომ მიდიოდა, სუფრის სხვა წევრები დგებოდნენ, მასპინძელს ბოდიშს უხდიდნენ და მიდიოდნენ...მართლა ამ მთავრობას რა ვუთხარი, ეს არაკაცი თავისუფლებაზე რომ დაიარებაო, ერთმანეთს უჩუმრად უზიარებდნენ გულისნადებს...რა უნდა ექნა ოქრუაშვილს, აიკრა გუდა-ნაბადი და გაეცალა მშობლიურ გარემოს.                             

მიმიხვდებოდით, ამ ამბის მოყოლით რის თქმაც მინდა...                                                              აღარ

განვავრცობ და აქ დავასრულებ“.