გუშინ ცნობილი მუსიკოსი ჯონ ლენონის ვაჟიშვილ ჯულიანს დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა.
ჯულიანი სახელოვანი მამის მსგავსად მუსიკოსია, მაგრამ მშობელივით დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის.
საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, იუბილარმა სინგლი „Someday” გამოუშვა. ეს კომპოზიცია მუსიკოსის ახალ ალბომში განთავსდება. ამ დისკის სახელწოდებაა „Everything Changes” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის 4 ივნისს იხილავს. საინტერესოა, რომ ამ ნამუშევრის ჩაწერაში ჯულიანს ჯგუფი „Aerosmith”-ის ლიდერი სტივენ ტაილერი ეხმარებოდა.
ჯულიან ლენონი 1963 წლის 8 აპრილს დაიბადა. ალბათ გაგიკვირდებათ და თავის დროზე „The Beatles” - მა ცნობილი კომპოზიციები „Lucy in the Sky with Diamonds” და „Hey Jude” ჯონ ლენონის უფროს ვაჟიშვილს მიუძღვნა.