კიმ კარდაშიანმა და ქანიე ვესტმა შესაძლოა დაშორება გადაიფიქრონ

კიმ კარდაშიანმა და ქანიე ვესტმა შესაძლოა დაშორება გადაიფიქრონ

რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავის კიმ კარდაშიანის და მისი მეუღლის 44 წლის ამერიკელი რეპერის, პროდიუსერისა და დიზაინერის ქანიე უესტის ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა რაც უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების განხილვის საგანია.

ალბათ, ყველას გახსოვთ  წყვილის საჯარო დაპირისპირება ქანიეს საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რომლის შემდეგაც ამერიკელმა ბიზნესვუმენმა სასამართლოს მეუღლესთან განქორწინების შესახებ ოფიციალურად მიმართა.

მას შემდეგ, რაც კიმ კარდაშიანმა ქანიე ვესტის ახალი ალბომის Donda-ს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, უცხოური გამოცემები ვარაუდობდნენ, რომ წყვილი ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა, რაც რამდენიმე დღის წინ პაემანზე მიმავალმა ვარსკვლავურმა წყვილმა თავადაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ქანიე უესტმა და კიმ კარდაშიანმა ერთმანეთი პირველად 2003 წელს გაიცნეს, თუმცა ურთიერთობა ოფიციალურად მხოლოდ 2012 წელს გაასაჯაროვეს. 2009 წელს ქანიემ საკუთარ შემოქმედებაში კიმი პირველად ახსენა, რაც მათ შორის არსებულ რომანტიკულ ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებდა, 2010 წელს ამერიკელი რეპერი კარდაშიანების რეალითი შოუს ერთ-ერთ ეპიზოდშიც გამოჩნდა, 2012 წელს კი სიმღერით “Cold”ოფიციალურად განაცხადა, რომ კიმ კარდაშიანი უყვარდა, ვარსკვლავური წყვილის საჯარო დებიუტი 2012 წელს ნიუ-იორკში შედგა, მათ პირველი შვილი ამა წლის დეკემბერში შეეძინათ. ქანიე და კიმი 2013 წელს მეთ გალას წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდა, საბოლოოდ კი მათი ურთიერთობა 2014 წელს იტალიაში ქორწილით დაგვირგვინდა.