აშშ-ში, არკანზასის შტატში, ალმასების პარკის სახელით ცნობილ ტერიტორიაზე, ქალმა 4.38-კარატიანი ალმასი იპოვა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
„არ ვიცოდი, რომ ეს ალმასი იყო, მაგრამ იმდენად ბრწყინავდა, რომ შევნიშნე და ავიღე“, - ამბობს ქალი.
პარკი ვიზიტორებს უფლებას აძლევს, საკუთრებაში დაიტოვონ ის, რასაც მათ ტერიტორიაზე იპოვიან. 1906 წლიდან ამ დრომდე, პარკში 75 ათასზე მეტი ალმასია ნაპოვნი.