ლეგენდარული მულტსერიალის „სიმფსონების“ სპეციალურ ეპიზოდში გმირები Balenciaga-ს ახალ კოლექციაში გამოეწყვნენ და პოდიუმზე გაიარეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
10-წუთიანი ეპიზოდის სიუჟეტის მიხედვით, მარჯ სიმფსონს დაბადების დღეზე Balenciaga-ს კაბის მიღება სურს და სპეციალურად მისთვის კაბას სპრინგფილდში მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია აგზავნის.
ეპიზოდი პარიზის მოდის კვირეულზე აჩვენეს. მოგვიანებით კი გვასალიამ განმარტა, რომ „სიმფსონებს“ 10 წლიდან უყურებდა და სერიალის თაყვანისმცემელი იყო. მან შოუს პროდიუსერს, მეტ გროუნენიგს თანამშრომლობის შესახებ ელექტრონული წერილი მისწერა, გროუნინგს კი დიზაინერის იდეა მოეწონა.
სერიალის გუნდმა სცენარი მოემზადა, რომელშიც გვასალიამ მცირე ცვლილებები შეიტანა: დიზაინერმა ჩაამატა სცენა, რომელშიც ჰომერ სიმფსონს ცეცხლი ეკიდება, გვასალია კი მის ჩაქრობას შამპანურით ცდილობს.