ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დევიდ ჯულიუსი და არდემ პატაპუტიანი გახდნენ.
„2021 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ერთობლივად გადაეცა დევიდ ჯულიუსსა და არდემ პატაპუტიანს ტემპერატურისა და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
4-11 ოქტომბერს სტოკჰოლმსა და ოსლოში ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის და ეკონომიკის დარგში შვედეთის სახელმწიფო ბანკის ლაურეატებს დაასახელებენ.