არავითარ ბერკეტებზე არ იქნება საუბარი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ბუნებრივია, არავითარ ბერკეტებზე არ იქნება საუბარი. სააკაშვილმა ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი და იგი ბოლომდე მოიხდის სასჯელს“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.