იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის

მიხეილ სააკაშვილი არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის - ის ციხეში ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ზის, რასაც ორივე მხარემ უკვე მიაღწია, - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ განაცხადა. „გირჩის“ ლიდერის აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მალე უკრაინაში დაბრუნდება.

„ექსტრადირება მოხდება, ეს წინასწარ შეთანხმებული თამაშია. მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებაზე ცოტა ხანს აწუწუნებენ უკრაინის პრეზიდენტს, პარტნიორებს, ქართველ ხალხს და შემდეგ გაუშვებენ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.