საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში განახლდება. სწავლას გაანაახლებენ საბავშო ბაღები და უნივერსიტეტებიც.
მიუხედავად იმისა, რომ სასწვალო პროცესი 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს, მშობლებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ სწავლის პროცესის გარძელება როგორ რეჟმში სურთ - ონლაინ თუ სკოლაში. ამასთან, როგორც განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, ყველა მოსწავლე ვალდებულია პირბადე ატაროს.
„კარგი და სასიხარულო ამბავი გვაქვს საზოგადოებისთვის, კერძოდ, 4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა აღდგება სრულად, ეს, რასაკვირველია, ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ბაღებს. ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ყველას გილოცავთ!
რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფლება ექნებათ, 4 ოქტომბერს პროცესი განაახლონ დასწრებულ ფორმატში, ანუ აუდიტორიაში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები თავად იღებენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, რა თქმა უნდა, სამინისტროსთან შეთანხმებით.
სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. აცრილ მასწავლებელთა რაოდენობა 65%-ს უახლოვდება...
თუ რომელიმე მშობელს სურს, რომ მისმა შვილმა ონლაინ სივრცეში გააგრძელოს მეცადინეობები, ჩვენ მას ამის შესაძლებლობას ვაძლევთ...“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
For.ge-თვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში“ სტუდენტებს აცრებს ავალდებულებენ, ვინც არ აიცრება სხვა უნივერსიტეტში გადასვლას აიძულებენ, ან სტუდენტებმა საკუთარი ხარჯით ყოველ ორ დღეში ერთხელ პისიარ-ტესტი უნდა გაიკეთონ. ინფორმაციის გადამოწმება განათლების სამინისტროში ვცადეთ, თუმცა, უწყებამ უნივერსიტეტში გადაგვამისამართა.
„კავკასიის უნივერსიტეტში“ არც უარყვეს და არც დაადასტურეს აღნიშნული ინფორმაცია. როგორც უმაღლეს სასწავლებელში გვითხრეს, თავდაპირველად აღნიშნული საკითხი განიხილებოდა, მაგრამ ახლა სწავლის განახლებამდე სხვა ვარიანტს განიხილავენ.
„აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. როდესაც გვეცოდინება აუდიტორიებში როდის ვბრუნდებით, ეს ინფორმაცია დადასტურებულად შემდეგ გვექნება. თქვენს მიერ დასმული კითხვა მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, რომ სტუდენტი ვაქცინირებული უნდა იყოს, თუმცა ორ დღეში ერთხელ პისიარ-ტესტის გაკეთებაზე ინფორმაცია მცდარია. მართალია, ვაქცინაცია ნებაყოფილობითია, ამიტომ სტუდენტებს სხვა ალტერნტივას ვთავაზობთ“, - გვითხრეს „კავკასიის უნივერსიტეტში“.
თუმცა, ეს ალტერნატივა მოდულობით სხვა სასწავლებელში გადასვლაა თუ არა, ასე გვიპასუხეს: „არა მხოლოდ სხვა უნივერსიტეტში გადასვლა, არამედ სხვა ვარიანტებზეც ვმუშაობთ. როდესაც დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება, სტუდენტებს აუცილებლად შევატყობინებთ“.
რაც შეეხება საბავშო ბაღებს, სასწავლო პროცესი თბილისის ყველა საბავშო ბაღში განახლდება. როგორც თბილისის ბაღების გაერთიანების სააგენტოში გვითხრეს, სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველაფერი მზად არის.
„სამზადისი მიმდინარეობს - ზოგან სარემონტო სამუშაოები იყო, ზოგან საარჩევნო უბანია, ასე რომ, ჩვეულებრივი სტანდარტული პროცესია, ჩვეულებრივ 4 ოქტომბერს, აღსაზრდელებს ყველა საბავშო ბაღში მივიღებთ. რაც შეეხება რეგულაციებს, რეგულაციები იგივეა რაც გასულ წელს იყო. სკოლებისგან განსხვავებით, საბავშო ბაღის აღსაზრდელებს პირბადეები არ ეკეთებათ, ბავშვებისთვის რთულია პირბადის გაკეთება. ასევე, საბავშო ბაღის აღმზრდელებისა თუ ადმინისტრაციის თანამშრომლების ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ნებაყოფილობითია ვაქცინაცია. ასევე, რჩება ის რეგულაცია, რომ ყოველ ორ კვირაში ერთხელ აღმზრდელებს კოვიდ-ტესტები ჩაუტარდებათ“, - განუცხადეს for.ge-ს თბილისის ბაღების გაერთიანების სააგენტოში.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მასწავლებლებში ერთჯერად აცრილია 63% და ორჯერადად – 43%.