სპეცდანიშნულების კურსის მე-12 გამოშვება (ვიდეო)

სპეცდანიშნულების კურსის მე-12 გამოშვება (ვიდეო)

დღეს, მუხროვანში სპეცდანიშნულების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. კურსი 9 თვის მანძილზე გრძელდებოდა და სპეცდანიშნულების მებრძოლთა სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში მომზადებას ისახავდა მიზნად. მოსამზადებელ ეტაპზე სწავლება 74-მა სამხედრო მოსამსახურემ დაიწყო, თუმცა კურსის დასრულება მხოლოდ 14 ჯარისკაცმა მოახერხა. სამdხედროების მომზადება ექვს ძირითად ფაზად განხორციელდა და სამხედროებმა საცეცხლე, ტაქტიკური, ტოპოგრაფიული და სხვა ტიპის სპეციალური დანიშნულების მომზადება გაიარეს.

გამოშვების ოფიციალურ ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და სხვა მაღალი რანგის ოფიცრები დაესწრნენ.

კურსის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სამხედროებმა საჩვენებელი სწავლება სახელწოდებით სტრესული და ტაქტიკური სროლები მოაწყვეს, სპეცდანიშნულების მებრძოლებმა ასევე პირობითად დაშავებულ თანამებრძოლს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

კურსდამთავრებულ სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა, გაერთიანებული შტაბის უფროსმა ირაკლი ძნელაძემ გადასცეს.