Coldplay-მ და BTS-მა დუეტი ჩაწერეს და ვიდეორგოლი გადაიღეს

Coldplay-მ და BTS-მა დუეტი ჩაწერეს და ვიდეორგოლი გადაიღეს

ბრიტანულმა ჯგუფმა თავის YouTube-არხზე სამხრეთკორეულ ჯგუფ BTS-თან ჩაწერილ კომპოზიციაზე My Universe გადაღებული ვიდეორგოლი წარადგინა.

ვიდეორგოლი რეჟისორის დეივ მეიერსია. რგოლის სიუჟეტი შორეულ გალაქტიკაში ვითარდება, სადაც მუსიკა აკრძალულია. მაგრამ მამაცი გმირები BTS-ის, Coldplay-სა და უცხოპლანეტელთა ჯგუფ Supernova 7-ის გმირები ერთიანდებიან და აკრძალვას არ ემორჩილებიან.

My Universe Coldplay-ს ალბომიდან Music of the Spheres მესამე სინგლია. ალბომი 15 ოქტომბერს გამოვა.