მესი „პსჟ“-სთან დაპირისპირებას გამოტოვებს

მესი „პსჟ“-სთან დაპირისპირებას გამოტოვებს

წინა კვირას ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის პირველი შეხვედრები გაიმართა. პარიზის „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე „პარი სენ ჟერმენმა“ კატალონიურ „ბარსელონას“ უმასპინძლა. დაძაბული მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა.

იმ შეხვედრის მიმდინარეობისას არგენტინელმა ლეო მესიმ მუხლის ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში მინდორზე აღარ გამოჩენილა.

თამაშიდან მეორე დღეს გავრცელდა ცნობა, რომ დიეგო მარადონას თანამემამულეს სამი კვირის იძულებითი უქმობა მოუწევდა. სამი დღის წინ ესპანურ მას-მედიაში სრულიად განსხვავებული მოსაზრება გამოქვეყნდა. გამოცემა „Marca”-ს მტკიცებით, მესის ტრავმა ისეთი არასერიოზული აღმოჩნდა, რომ 10 აპრილს, „პსჟ“-სთან განმეორებით მატჩში მას მინდორზე აუცილებლად ვიხილავდით.

დღეს დილით „ბარსელონას“ პრეს-სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ მესის მოედანზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიხილავთ, თუკი ამის საჭიროება გახდება. კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბს გარისკვა არ სურს და არაა გამორიცხული, თუ თამაში “ბარსელონას“ უპირატესობით წარიმართება, მესიმ “კამპ ნოუზე” არც ითამაშოს.