დევიდ ბოუის ალბომი ჩაწერიდან 20 წლის შემდეგ გამოიცემა

დევიდ ბოუის ალბომი ჩაწერიდან 20 წლის შემდეგ გამოიცემა

დევიდ ბოუის ალბომი Toy, რომელიც მუსიკოსმა 2001 წელს ჩაწერა, მაგრამ ხმის ჩამწერ სტუდიასთან კონფლიქტის გამო არ გამოუშვა, 26 ნოემბერს გამოვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ალბომის ერთ-ერთი კომპოზიცია Youʼve Got A Habit Of Leaving მსურველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. Toy ორიგინალური ტრეკებისა და ბოუის ძველი კომპოზიციების ახალ ვერსიებს შეიცავს.

დევიდ ბოუი 2016 წელს გარდაიცვალა.