ცნობილი როკ-ჯგუფის Blink-182-ს ბასისტმა და ვოკალისტმა, მარკ ჰოპუსმა სიმსივნე დაამარცხა. ამის შესახებ Kerrang-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სასიხარულო ამბავი მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს Twitter-ზე შეატყობინა.
„ახლახან ვიყავი ჩემს ონკოლოგთან დ სიმსივნისგან თავისუფალი ვარ! მადლობა ღმერთს, სამყაროს, მეგობრებს, ოჯახს და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა“, - დაწერა მან.
ჰოპუსმა ასევე განმარტა, რომ ექვს თვეში ერთხელ შემოწმების გავლა მოუწევს, ნორმალურ ცხოვრებას კი წლის ბოლომდე დაუბრუნდება.
მუსიკოსმა თავისი დიაგნოზის შესახებ პირველად ივნისის ბოლოს დაწერა.