მაგიდა, რომელთანაც ჯოან როულინგი „ჰარი პოტერს“ წერდა, კაფეში გაჩენილ ხანძარს გადაურჩა

მაგიდა, რომელთანაც ჯოან როულინგი „ჰარი პოტერს“ წერდა, კაფეში გაჩენილ ხანძარს გადაურჩა

ედინბურგის კაფე The Elephant House, სადაც ჯოან როულინგი ჰარი პოტერის შესახებ წიგნებს წერდა, ხანძარმა გაანადგურა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ხანძარი მეზობელ შენობაში გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი The Elephant House-ს მოეკიდა. ცეცხლის ქრობის პროცესში ერთი მეხანძრე დაშავდა. დამწვარია კაფეს წინა ოთახი, უკანა ოთახი კი კვამლმა და წყალმა დააზიანა. მაგრამ კაფეში მისულმა მფლობელმა აღმოაჩინა, რომ ანტიკვარული მაგიდა, რომელთანაც როულინგი ნორჩი ჯადოქრის შესახებ წერდა ცეცხლს გადაურჩა. ის შენობის უკანა ოთახში იდგა. მაგიდას რესტავრაცია ჩაუტარდება, თუმცა კაფე ხელახლა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

The Elephant House-ი „ჰარი პოტერის“ მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ მოსახვედრად როულინგის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან ჩადიან. მწერალი კაფეში 1996-1997 წლებში წერდა.