უილიარდ კაროლ სმიტ ჯუნიორი, იგივე უილ სმიტი ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეპერია, რომელიც დღეს კინოინდუსტრიაში საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩევა დაერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. კარიერა მან 1980 წელს დაიწყო, მას თავდაპირველად Fresh Prince–ის სახელით იცნობდნენ. კარიერის განმავლობაში მან არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, მათ შორისაა ოთხი Grammy Awards. ამას გარდა უილი Golden Globe–ზე ხუთჯერ, ხოლო Academy Awards–ზე ორჯერ იყო ნომინირებული.
2002 წლიდან 2008 წლამდე უილმა 8 ფილმში მიიღო მონაწილეობა. ყველა ფილმმა ჰოლივუდს ჯამში 100 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა, უილი კი გახდა პირველი მსახიობი, რომელსაც ზედიზედ რვა წარმატებული ფილმი ჰქონდა.
უილ სმიტმა პირველი მილიონი 18 წლამდე გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ის რეპერი იყო, რომელსაც Fresh Prince–ის სახელით იცნობდნენ. 1987 წელს მან გამოუშვა ალბომი Rock The House, რომელმაც ბილბორდის ტოპ 200-ში 83-ე ადგილი დაიკვა და სმიტს პირველი მილიონი მოუტანა.
უილი სიმაღლეში 1,88 სმ–ია, აღსანიშნავია, რომ ის 13 წლის შემდეგ სიმაღლეში აღარ გაზრდილა.
კუბიკ რუბიკის ამოხსნა უილს 55 წამში შეუძლია.
2005 წელს მან გინესის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. უილი არის ერთადერთი ვარსკვლავი, რომელიც 12 საათის განმავლობაში სამ სხვადასხვა ქალაქში შენიშნეს. უილი მანჩესტერში, ლონდონში და ბირმინგჰემში იმყოფებოდა.
უილს ფილმ The Matrix–ში უნდა ეთამაშე თუმცა ფილმ Wild Wild West–ის გამო როლზე უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ ეს ფილმი მის კარიერაში ერთ–ერთი ყველაზე წარუმატებელი ფილმია.
უილი არის პირველი ჰიპ–ჰოპ ვარსკვლავი, რომელიც ოსკარებზე იყო ნომინირებული. უილი ნომინირებული იყო ფილმებისთვის Ali და The Pursuit of Happyness.
მანამ სანამ უილი მეუღლეს, ჯადა პინკეტს შეხვდებოდა, ის სუპერმოდელს, ტაირა ბენქს ხვდებოდა. რომანტიკული ურთიერთობის დასრულების შემდეგ უილი და ტაირა კარგ მეგობრებად დარჩნენ.
უილი ბავშვობაში მამას სახლებში მაცივრების დამონტაჟებაში ეხმარებოდა. სწორედ ეს იყო მისი პირველი სამსახური.
უილს მედიამ ზედმეტსახელი “მისტერ ივლისი” შეარქვა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მისი ფილმები უმეტესად მუდამ ივლისში გამოდიოდა.
90-იან წლებში უილი მერაია კერის ახლო მეგობარი იყო.
უილის პირველი დიდი და სერიოზული როლი იყო 1993 წლის ფილმში Six Degrees of Separation.