მომღერალ R Kelly-ის სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

მომღერალ R Kelly-ის სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ამერიკელ მომღერალ R Kelly-ის სასამართლომ სექსუალური ძალადობისა და სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით პატიმრობა შეუფარდა.

R Kelly თავდაპირველად 2019 წელს ჩიკაგოში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას ცხრა ადამიანი, შვიდი ქალი და ორი მამაკაცი უჩიოდა, რომელთაგან რამდენიმემ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არასრულწლოვნები იყვნენ, როდესაც მომღერალმა მათზე იძალადა.

სააპელაციო სასამართლოს მომღერლის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გამოსვლაზე არაერთხელ მიმართა, თუმცა სასამართლომ უარი განაცხადა.

არსებული ინფორმაციით მომღერალს 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა როგორც უცხოური გამოცემები აღნიშნავენ შესაძლოა შემსრულებელი თავისუფლების სამუდამო აღკვეთით დაისაჯოს.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიციის I Believe I Can Fly-ის ავტორმა კარიერული საქმიანობა 1989 წელს დაიწყო და ითანამშრომლა ისეთ არტისტებთან როგორებიც Jay-Z, Nas, The Notorious B.I.G, მაიკლ ჯექსონი და სხვები არიან.

დაზარალებულების ჩანაწერების გავრცელების შემდეგ RCA Records-მა მომღერალთან ყოველგვარი თანამშრომლობა გაწყვიტა. ზოგიერთმა მუსიკოსმა კი შემსრულებელთან თანამშრომლობა გაწყვიტა და საზოგადოებას კოლაბორაციით შექმნილი მუსიკის ინტერნეტსაიტებიდან წაშლას დაპირდა.